1) ადამიანთა ყველაზე დიდი ბედნიერება სიყვარულშია.
2) ადამიანზე ილაპარაკე მხოლოდ ის, რასაც პირადად ეტყოდი.
3) ადამიანი, ამქვეყნად შემდგომ მოსულთ ცხოვრების საძირკვლად უნდა დახვდეს
4) ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს.
5) ადამიანებში თუ რამ კარგი არსებობს შენ უნდა დაინახო, ცუდი კი თვითონ დაგენახება.
6) ადამიანებს კი არ უნდა ებრძოდე, ადამიანებისთვის უნდა იბრძოდე.
7) ადამიანებსაც ახასიათებთ კომპასის სიჯიუტე
8) ადამიანებმა მეტი იციან, ვიდრე იყენებენ.
9) ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული რომ მოახერხონ, ყველა ადამიანი უნდა იყოს.
10) ადამიანები წარსულში მოგონებებს ხედავენ, ხოლო მომავალში _ იმედებს.
11) ადამიანები ჩვენზე ისეთი შეხედულების არიან, როგორი ინფორმაციაც აქვთ. მის ცვლასთან ერთად, იცვლება შეხედულებაც.
12) ადამიანები შენ მიმართ კეთილები არიან, სანამ ქვედა საფეხურზე ხარ, გაუტოლდები თუ არა, ყურადღებით არიან, ხოლო როცა გაუსწრებ, შურის თვალით გიყურებენ.
13) ადამიანები ქმნიან იმას, რაც შემდგომში ისევ ადამიანების შთაგონების წყარო ხდება.
14) ადამიანების ცოდნა სახელმწიფოს სიმდიდრეა და უნდა ზრუნდეს მის გამოყენებაზე.
15) ადამიანის მოძულე უნდა იყო, რომ ადამიანებს თავი შეაძულო.
16) ადამიანები უნაკლონი გახდებოდნენ, საკუთარ ნაკლზეც ისე რომ მსჯელობდნენ, როგორც სხვისაზე.
17) ადამიანები სხვადასხვა გზით მიისწრაფიან ბედნიერებისაკენ.
18) ადამიანები თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს გაჭირვებისას ავლენენ.
19) ადამიანად რომ იწოდებოდე, უნდა ასრულებდე ადამიანის მოვალეობას.
|