1. თუ სამუშაოსაგან სიამოვნებას ღებულობ, ამისათვის ფულს რაღა სინდისით ითხოვ? 2. მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ ჭორებს ბანკები ავრცელებენ, რათა მოსახლეობამ კრედიტები აიღოს; 3. გავიარე ინგლისურის ძილში შესწავლის სრული კურსი. ახლა ინგლისურის გაგონებაზე მეძინება; 4. ქორწინება – ეს არის მამაკაცის მოხვედრა ქალის ნაზ და მზრუნველ კლანჭებში; 5. მივლინებიდან დაბრუნებულმა ქმარმა ცოლს ერთგულების სცენა მოუწყო; 6. დემოკრატიის სწრაფად გასავრცელებლად რაკეტებზე შეაჩერეს არჩევანი. 7.– მე შენი თავი ღმერთმა მომცა! მაგრამ რა ცოდვებისთვის, ეგ აღარ ვიცი... 8.მანქანა გავრეცხე, გავაშრე, გავაპრიალე... იფ, ერთი დამასეივებინა ეხლა!... 9.ლუდის მსმელებისთვის მთავარია პროცესი, არყის მსმელებისთვის – შედეგი. 10.აქცია ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე: თუ ჩვენთან ავზს აავსებთ ბოლომდე, 5 ლიტრს დაგიმატებთ უფასოდ. 11.ორი მელოტიდან უფრო მელოტი ისაა, ვისაც უფრო დიდი თავი აქვს? 12.– ქალებო! არ დაუჯეროთ მათემატიკოსის კომპლიმენტს: მისთვის იდეალური ფიგურა – სფეროა! 13.თუ თქვენ ნიანგების დასაფრთხობად ქუჩაში ხელების ქნევით ივლით, არც ერთი დაუმფრთხალი ნიანგი არ შეგხვდებათ. 14.ჩვენს დროში ვინც ცუდად ცხოვრობს, თავისი ბრალია, ვინც კარგად – დასაჭერია. 15.ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც გვეჩვენება, არამედ ბევრად უარესად... 16.დღეს ისეთი ცხოვრებაა, ვინც ბევრი იცის, შეიძლება სიბერემდე არც მიაღწევინონ.. 17.არასოდეს არ გადადო ხვალისათვის ის, რისი გადადებაც შეიძლება ზეგისათვის.
|