1) სადაც დიდი სარგებელია, იქ დიდი საშიშროებაცაა.
2) სადაც კეთილგონიერება არაა, იქ არც საქმის წარმატებაა.
3) სადაც მეტი ძალადობაა, წინააღმდეგობაც მეტია.
4) საათის ისრის მოძრაობა შეუმჩნეველია, საქმე კი შესამჩნევი.
5) საამაყოა, ქმნიდე საუკეთესოს.
6) საამაყოა შეინარჩუნო სიმამაცე, როცა სხვები კარგავენ მას.
7) სადაც ტყუილია დათესილი, სიმართლეს ვერ მოიმკი.
8) სადაც ყველაფერი წესრიგშია, იქ გონებაც მოსვენებულია.
9) სადაც წარსულში მეტი სიბნელეა, მომავალში ნაკლები სინათლე იქნება.
10) ადამიანის ადამიანურობას მისი აზროვნება უზრუნველყოფს.
11) ადამიანისათვის სრული უზრუნველობა უფრო აუტანელია, ვიდრე მოჭარბებული საზრუნავი.
12) ადამიანისათვის უკეთესია ბუნებას შეეგუოს, ვიდრე შეცვალოს.
13) მამაკაცის და ქალის ურთიერთმოკრძალება აძლიერებს სიყვარულს.
14) მამაკაცი სხვებისგან იცავს ქალს, რათა თვითონ დაეპატრონოს.
15) მამაცს არ ეთქმის მამაცი, თუ ის ვნებების მონაა
|